დეტალური აღწერა:
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს - ცხენსა და ვეფხს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ატობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ , როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო ალღუმი და ა.შ