bookspace

ქვიარ გრძნობები

GEL 7
აღწერა
2020 / მთარგმნ.: სხვადასხვა / ყდა: რბილი / 280 გვ. / 17 X 24
ფასი
GEL 7
ISBN
9789941829116
ნანახია
2089

დეტალური აღწერა:

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

ივ კოსოვსკი სეჯვიკი, ხოსე ესტებან მუნოზი, ოდრი ლორდი, სარა აჰმედი, ლორენ ბერლანტი, ენ ცვეტკოვიჩი, დინ სპეიდი


ქვიარ თეორიის ფუნქცია, ყველაზე გავრცელებული განსაზღვრების მიხედვით, ჰეტერონორმატიულობის გამუდმებული კრიტიკა და სექსუალობის არსებული, უკვე  განსაზღვრული კატეგორიების გამოწვევის წინაშე დაყენებაა. ქვიარ თეორია საუბრობს ამ კატეგორიების მიერ წარმოებულ ბრძოლებსა და მათ სპეციფიკურობაზე, არასაყოველთაობაზე. ქვიარ თეორიამ ქვიარ აქტივიზმს შეუქმნა საფუძველი. ამ უკანასკნელმა კი მიზნად დაისახა, ნორმატიულობის მარწუხებთან ბრძოლის პარალელურად, უკვე არსებულ ლესბოსურ და გეი მოძრაობაში მოენიშნა ძალაუფლებრივი ურთიერთობები და პრივილეგიები; ემსჯელა მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის მოტანილ პოტენციურ თუ აშკარა სარგებელზე და წინ წამოეწია საკითხები, რომლებიც ამ ბრძოლების წარმოებისას, ისტორიულად, ყურადღების მიღმა რჩებოდა. ქვიარ თეორიამ დასვა კითხვა, მჩაგვრელი სისტემის რიგებში ჩაწერას ხომ არ გულისხმობდა, ნებსით თუ უნებლიეთ, მხოლოდ გათანაბრებისთვის ბრძოლა? მთავარი ხომ ისევ არსებული პატრიარქალური და ნორმატიული წესრიგისთვის ძირის გამოთხრა უნდა ყოფილიყო? ქვიარ თეორია, ფემინისტური თეორიის მსგავსად, საკუთარი გამოცდილების გადახედვით, კრიტიკით, ძიებით, ხშირად დამკვირვებლისთვის უხეში პირდაპირობით, ცვლილებაზე საუბრობს.

ქვიარ თეორიამ, დროთა განმავლობაში, დაინახა საჭიროება, ესაუბრა ქვიარ მარცხსა და ქვიარ გრძნობებზე. მსგავსი ცოდნების წარმოება და ამ მიმართულებით დისკუსიის წამოწყება გარდაუვალიც კი აღმოჩნდა. ქვიარ თეორეტიკოსები ალაპარაკდნენ დეპრესიასა და ემოციებზე, ბედნიერების არსზე, იმედზე, იმგვარ ოპტიმიზმზე, რომელიც ბარიერად იქცევა წარმოსახული მომავლისთვის; მუდმივი საფრთხის განცდაზე, რომელიც თან სდევს ქვიარ ყოფას და განსაზღვრავს და კეტავს მას; ალაპარაკდნენ ქვიარ მოძრაობებში წარმატებისკენ ლტოლვის, რეალიზებასა და რეპროდუქციაზე დამყარებული ყოფის პრობლემურობაზე, რაც იმ გარემოსა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების გამოძახილია, რომელშიც ვცხოვრობთ.

პუბლიკაციაში თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები. მკითხველი დაინახავს, თუ როგორ იკვრება და იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი თემები ამ ტექსტებში და ტოვებს ფასდაუდებელ სივრცეს კრიტიკისთვის, ქვიარ ბრძოლის სტრატეგიების გადააზრებისთვის.

გაზიარება: