დეტალური აღწერა:
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
პუბლიკაცია წარმოადგენს მე-19-20 სს მიჯნაზე საქართველოში მოქმედი, პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს უწევდა დახმარებას; ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; წიგნში აღწერილია სოლიდარობის, ურთიერთდახმარების და თვითორგანიზების გამოცდილება და ისტორია.
პუბლიკაცია გამოიცა პროექტის „დაკარგული ისტორია - მეხსიერება წინააღმდეგობასა და თანამშრომლობას შორის“ ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, საბჭოთა წარსულის გააზრების პროგრამის ფარგლებში