დეტალური აღწერა:
მადიკენი დიდ წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში, სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბურგლუნდთან.
ხელმისაწვდომია ფილიალებში: