დეტალური აღწერა:
„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს.
წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით.