დეტალური აღწერა:
ვაშლის ბაღები 2008 წლის აგვისტოს ომის მეხსიერების მიკროსაცავია, საიდანაც ადამიანების ხმები ისმის. წიგნში გამოყენებული ყველა ტექსტი ზეპირი ისტორიაა, რომელიც ომგამოვლილ ადამიანებთანაა ჩაწერილი - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე. მათი ისტორიები ამბებია ბრძოლისა და დანებების, მოგონებების ერთბაშად დავიწყებისა და ამავდროულად, მათი სამუდამოდ შენახვის.