დეტალური აღწერა:
არტ-წიგნი „ანტონიონის 7 ½“ მიკელანჯელო ანტონიონის არტისტული სტრატეგიის 7 ½ კონსტანტის შესახებაა, რომლებიც წიგნში ანტონიონის ფილმების, მოთხრობების და ჩანაწერების საფუძველზე განიხილება. ეს 7 ½ კონსტანტა კი შემდეგია: დედრამატიზაცია, დეტექტივი ყირამალა, ქალი - რეალობის სრულყოფილი ფილტრი, არაკომუნიკაბელურობის კომუნიკაცია, გრძნობების ეკლიპსი, მინუს მუსიკა, სიტყვის დისკრიმინაცია, ლაკონიურობა.