bookspace

მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

GEL 0
აღწერა
2014 / მთარგმნ. ნინო ფიფია / ყდა: რბილი / 110 გვ. / 14x19.
ISBN
9789941454769
ნანახია
1525

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ხორხე ლუის ბორხესი


„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია" – რატომ მზაკვრობა? – ადამიანის ბესტიალური ბუნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ვნება, რომლის გარეშეც, „საბედისწერო ადამიანებს“ არ ძალუძთ ცხოვრება. მზაკვრობა ქმნის ისტორიებს, ბადებს ვნებათაღელვას და უბიძგებს ადამიანებს ბოლომდე განიცადონ და შეიგრძნონ ყოფის გემო, თუნდაც თავის ყველაზე სასტიკ და ნეგატიურ გამოვლინებაში. სწორედ ხორხე ლუის ბორხესის ეს წიგნი მოგვითხრობს ამგვარ მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: დაწყებული შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებითა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებით, დამთავრებული ველური დასავლეთის კოვბოური ცხოვრებითა და თანამედროვე ნიუ-იორკული ანდერგრაუნდულ-განგსტერული ამბებით. ამ ფრაგმენტული ისტორიების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ამაღელვებელი, სათავგადასავლო, არაკული და მისტერიული ამბები, განვითარებული სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის წიაღში, ან მხოლოდ მითის დონეზე არსებული, მაგრამ მითიც ხომ სამყაროს აღქმის, მასში ორიენტირებისა და გამორკვევის საშუალებაა.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში: