დეტალური აღწერა:
თვალტანადი,გამჭრიახი,შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი–ეს კარლსონია,დაბალ-დაბალი,ჩასუქებული,გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა,რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა,მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს.გაგიკვირდა,რაც ახლა წაიკითხე?არადა,შენი მოტყუება არავის უფიქრია.სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა,რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას,სვანტე სვანტესონს ესტუმრება.