bookspace

ძვირფასი სიცოცხლე

GEL 11.9
აღწერა
მთარგმნ. გია ჭუმბურიძე / 244 გვ. / რბილი ყდა / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 11.9
ISBN
9789941114922
ნანახია
1301

დეტალური აღწერა:

დიოგენე

ელის მანრო


2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა.  ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია (მანრო მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იყო), გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია - ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია,  მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე.  მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ  2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო.

„ძვირფასი სიცოცხლე“ - კრებული, რომელიც თოთხმეტი მოთხრობისაგან შედგება - სავარაუდოდ, ავტორის ბოლო წიგნია. 2013 წელს ელის მანრომ განაცხადა, რომ წერას თავს ანებებს.

გაზიარება: