დეტალური აღწერა:
ლუის კეროლის ზღაპრები პატარა გოგონა ელისის შესახებ, რომელსაც უამრავი საოცარი თავგადასავალი გადახდა, მთელი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი საკითხავია. ამ წიგნით თქვენ შეიტყობთ, როგორ მოხვდა ელისი სარკის იქითა ქვეყანაში და რა იხილა იქ; გაიცნობთ სარკისმიღმეთის უცნაურ მცხოვრებლებს: წყვილ-წყვილად მოსეირნე ჭადრაკის ფიგურებს, მოლაპარაკე ყვავილებსა და მწერებს, სასაცილო, გოდორა ტყუპ ძმებს – რანინას და რანუნას, ცხვარს, რომელიც თოთხმეტი წყვილი ჩხირით ქსოვს და ბევრ სხვა საინტერესო არსებებს.
ხელმისაწვდომია ფილიალებში: