დეტალური აღწერა:
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი - ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის... მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით...