bookspace

ვაჟა – ქართულის რვეულები

GEL 10.9
აღწერა
2020 / ყდა: რბილი / 164 გვ. / 12X16
ფასი
GEL 10.9
ISBN
9789941306587
ნანახია
1382

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

აკა მორჩილაძე


ამ წიგნიდან გაიცნობთ ვაჟას… მწერალს, რომელსაც დალხენილად არ უცხოვრია – მთელი სიცოცხლე მძიმედ შრომობდა და იბრძოდა არსებობისთვის; უნდოდა თბილისში ყოფნა, მაგრამ არ გამოუვიდა; გული სწყდებოდა ბევრ რამეზე, მაგრამ არაფერს თმობდა ანგარებისთვის. ეს წიგნი დაგარწმუნებთ, რომ ეს ბუმბერაზი მწერალი იყო ჩვეულებრივი ძმა, მამა და ქმარი – სავსე მზრუნველობით, დარდითა და სიფიცხით.

„ქართულის რვეულები“ საუკეთესო არჩევანია მოსწავლეებისთვის. სერია აერთიანებს საინტერესო ამბებსა და გამორჩეულ ფოტომასალას კლასიკოს ქართველ მწერლებზე, ხელოვანებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი აკა მორჩილაძე მხატვრულად მოგვითხრობს ამბებს, რომლებიც ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას გონებაში დაელექა. მისი ტექსტები განსხვავდება ფაქტებითა და თარიღებით გაჯერებული სტანდარტული ბიოგრაფიებისგან. „ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება“.

გაზიარება: