bookspace

დორიან გრეის პორტრეტი

GEL 11.9
აღწერა
2021 / მთარგმნ. ციცო ხოცუაშვილი / ყდა: რბილი / 260 გვ. / 14.5 x 21.5
ფასი
GEL 11.9
ISBN
9789941307812
ნანახია
567

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ოსკარ უაილდი


„დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად.

რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს.

„დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.

გაზიარება: