bookspace

აუტისტი ბავშვი

GEL 17.95
აღწერა
310 გვ. / რბილი ყდა / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 17.95
ISBN
9789941114625
ნანახია
1255

დეტალური აღწერა:

დიოგენე

მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე


როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი?

ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს. წიგნს სამეცნიერო მიზნები არ აქვს, მშობლების დასახმარებლადაა დაწერილი და გარემოსადმი აუტისტი ბავშვების განსხვავებულ დამოკიდებულებას უჩვენებს მკითხველს. წიგნი მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი და შეიცავს სასარგებლო, პრაქტიკულ ინფორმაციას აუტიზმის შესახებ. ავტორების პოზიცია ასეთია: აუტიზმი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია.

მარკ ბელასენი და ოლგა შავერნე წლების მანძილზე მუშაობდნენ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალური განათლების მქონე პედაგოგებად და ფსიქოთერაპევტებად და მდიდარი გამოცდილება დააგროვეს. მათგან ერთ-ერთი ბ. ბეტელჰეიმთან ერთად აშშ-ში, ბეტელჰეიმის მიერ დაარსებულ ცენტრშიც მუშაობდა. ნელ-ნელა მათ საკუთარი კონცეფცია და საკუთარი თერაპიული მიდგომაც შეიმუშავეს. ბავშვთა აუტიზმთან საბრძოლველად 1992 წელს დააარსეს ასოციაცია ALCAI და რეგულარულ დახმარებას უწევდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც იმედი სრულიად გადაწურული ჰქონდათ.

გაზიარება: