bookspace

ბესტსელერი

GEL 10.9
აღწერა
2018 / ყდა: რბილი / 164 გვ. / 13.00 X 19.50
ფასი
GEL 10.9
ISBN
9789941302077
ნანახია
949

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ბექა ადამაშვილი


წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი…

…ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას („BBC – Big Brother’s Channel“) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს („ჰოტელო“) – იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც…

…თუმცა, ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოყვები. სხვა დანარჩენისათვის არსებობს „ბესტსელერი“ – სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურთავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ – ნერვებს. სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch