bookspace

HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის

GEL 22.95
აღწერა
2021 / მთარგმნ. თამთა ჭალიძე / ყდა: რბილი / 260 გვ. / 12.7 X 22.7
ფასი
GEL 22.95
ISBN
9789941958977
ნანახია
753

დეტალური აღწერა:

ჰარვარდ ბიზნეს რევიუ საქართველო

სხვადასხვა ავტორი


გუნდის მოტივირება და თითოეული დაქვემდებარებულის მუშაობის ხელშეწყობა შენი, როგორც მენეჯერის მოვალეობაა. მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით ჩართულობის დონე მთელ მსოფლიოში საოცრად დაბალია. როგორ უნდა გამოასწორო ეს პრობლემა, სანამ შენი ყველაზე ნიჭიერი თანამშრომლები სამსახურიდან წასულან?
უპირველესად, უნდა გაარკვიო, რა აცლის მათ ყველაზე მეტ ენერგიას, გაზარდო სამსახურით კმაყოფილება და დასახული მიზნებისკენ გზა გაუკვალო. HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის საამისოდ სხვადასხვაგვარ ხერხებსა თუ რჩევებს გთავაზობს. მათი დახმარებით შეგიძლია, გუნდს საქმის მნიშვნელობა დაანახო, დაეყრდნო თითოეული მათგანის ძლიერ მხარეებს და ორგანიზაციისთვის საუკეთესო შედეგებიც მოიტანო. 

ამ გზამკვლევიდან ისწავლი, როგორ:

  • აღმოაჩინო უხალისოდ მუშაობის მთავარი მიზეზები
  • თითოეულ ინდივიდს თავისი შესაბამისი ჯილდოები და აღიარება მოარგო
  • რუტინული საქმე დაუკავშირო უფრო დიდ მიზნებს
  • დაეხმარო თანამშრომლებს ზრდასა და განვითარებაში
  • თავიდან აირიდო გადაწვა, განსაკუთრებით –ყველაზე მონდომებულ თანამშრომლებში
  • შექმნა ჩართულობის კულტურა

გაზიარება: