bookspace

ჯაჯღანსები ხათაბალაში

GEL 10.9
აღწერა
2020 / მთარგმნ: ციცო ხოცუაშვილი / ყდა: რბილი / 272 გვ. / 13 X 18.5
ფასი
GEL 10.9
ნანახია
1491

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ფილიპ არდა


ბატონი და ქალბატონი ჯაჯღანსები და მათი შვილი, სანი, უცნაურზე უცნაური ხალხია. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად უცნაური.

ცხადია, ასეთი ოჯახი ჩვეულებრივ სახლში ჩვეულებრივი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს – ათასი ხარახურით აჩონჩხლილი მათი ფურგონიც მთელ ქვეყანაში დამოგზაურობს და უამრავ ხათაბალაში ეხვევა. სწორედ ერთ-ერთი მორიგი მოგზაურობისას მოხვდება ეს ახირებული ოჯახი დიიდების მამულთან, სადაც თვით ყოვლისმნახველი ჯაჯღანსებისთვისაც უჩვეულო ამბები ტრიალებს.

ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ ხათაბალების თავიდან ასარიდებლად იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება.

ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი ,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს.

ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ ამ წიგნის ყველა გმირს.

გაზიარება: