დეტალური აღწერა:
წრიპა ბიჭის დღიური – ილუსტრირებული წიგნების სერია – მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
პირველი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. დღემდე ამ სერიის 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტერესით კითხულობენ ბიჭებიცა და გოგონებიც, უმეტესად, 8-12 წლის ასაკში.