bookspace

ცუდი დრო პოეზიისათვის

GEL 16
აღწერა
2021 / მთარგმნ.: ზვიად რატიანი / ყდა: რბილი / 109 გვ. / 13 X 21
ფასი
GEL 16
ISBN
9789941833571
ნანახია
1874

დეტალური აღწერა:

მელანი

ავტორი: ბერტოლტ ბრეხტი

მთარგმნელი: ზვიად რატიანი

ილუსტრატორი: გიორგი გაგოშიძე


ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956) რჩეული ლექსების კრებულით XX საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ხელოვნების ფუნქციის ძირეულად გარდამქმნელი გერმანელი მწერალი და დრამატურგი ქართველ მკითხველს შედარებით სისტემური სახით პირველად წარუდგება, როგორც პოეტი.

ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა გვიანსაბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით.

შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა და, საერთოდაც, არალირიკულობა ახასიათებთ.

ეს ლექსები შეიქმნა დროში, რომელიც – ბრეხტის მშრალი ფორმულირებით – „ცუდია პოეზიისათვის“.

 

 

გაზიარება: