დეტალური აღწერა:
ცერულები - ეს არის ცელულოიდის ენების მიერ შექმნილი უნიკალური ფლიპ-ბუქების სერია ქართულ ლიტერატურაზე.
ამ ფლიპ-ბუქებს ცერულები ჰქვით, რადგან ამ მინი-წიგნების მინი ფურცლებზე სწორედ ცერა თითის ჩამოსმით სულ ერთ წამში გაირბენს თქვენ თვალწინ მინი-ფილმი, შექმნილი კონკრეტული ქართული ნაწარმოების მიხედვით!
ისინი ყველასთვისაა, ვისაც ქართული ლიტერატურა უყვარს, სჭირდება, აინტერესებს! და ისინი გამოდგება სასწავლად, საჩუქრად, გასართობად!
(შენიშვნა: ცერულები სახალისო დანამატია ცელულოიდის ენების ქართული ლიტერატურის კურსისა „გაკინოება“, რომელიც 13-17 წლის მოზარდებს ქართულ სასკოლო ლიტერატურას ასწავლის კინოხერხების და მსოფლიო კინოშედევრების დახმარებით)