bookspace

ჩვენი სამხრეთი

GEL 12.9
აღწერა
2021 / მთარგმნ. სოფო ქარჩხაძე / ყდა: რბილი / 14.00 X 21.00
ფასი
GEL 12.9
ნანახია
1761

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

მარიანა კაურინი


ნაწარმოების სიუჟეტი 11 წლის გოგონას, ინას შესახებ მოგვითხრობს, რომლის კლასელები ზაფხულის არდადეგებს საზღვარგარეთ ატარებენ. ინასაც უნდა, არ ჩამორჩეს თანაკლასელებს, ამიტომ ამბობს: სამხრეთით მივდივარო. თუმცა, „სამხრეთი“ ხომ არცერთ ქვეყანას არ ჰქვია! ინას ახალი კლასელი, ვილმერი, კარგად ხვდება, რატომაც მბობს გოგო, სამხრეთით მივდივარო, ამიტომ ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ... სამხრეთში...

„ჩვენი სამხრეთი“ ძალზე მხიარული, ნათელი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, უღიმღამო ზაფხული დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს. ნაწარმოები მოგვითხრობს სიყვარულის, სიკეთისა და მეგობრობის შესახებ, რისი დამსახურებითაც წიგნი არა მხოლოდ პატარებს, არამედ უფროს მკითხველსაც იოლად შეაყვარებს თავს.

გაზიარება: