bookspace

ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში

GEL 16.5
აღწერა
2020 / მთარგმნ: ქეთი ქანთარია / ყდა: რბილი / 281 გვ. / 14 X 21
ფასი
GEL 16.5
ISBN
9789941821042
ნანახია
2294

დეტალური აღწერა:

Ziari Press

ერიკ ლი


ერიკ ლი (დ. 1955) არის ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და პროფკავშირული აქტივისტი. მან საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ასპექტის კვლევას ოცდაათი წელი მიუძღვნა.

კუნძულ ტექსელზე ქართველი სამხედროების ამბოხება ფართოდ იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის პერიოდში - თითქმის არ მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც არ სმენოდა აჯანყების შესახებ. თუმცა საბჭოთა პროპაგანდისტებს ისე აეზილათ ერთმანეთში ტყუილი და სიმართლე, რომ შეუძლებელი იყო სრული სურათის მიღება.

წინამდებარე წიგნი ტექსელის ამბოხებას ფაქტობრივი სიზუსტით აღწერს. თხრობა შორიდან იწყება - გერმანულ-ქართული ურთიერთობებიდან პირველი მსოფლიო ომის დროს. მკითხველისათვის თანდათანობით ნათელი ხდება, თუ როგორ მოხვდნენ ქართველები ჰოლანდიურ კუნძულზე და რამ უბიძგა მათ ამბოხისაკენ 1945 წელს. გარდა ცნობილი ნაშრომებისა, წიგნში გამოყენებულია გამოუქვეყნებელი მოგონებები და დიდი ბრიტანეთისა და კანადის არქივებში შენახული ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალა.

2020 წელს წიგნი გამოიცა ასევე ინგლისურად, ჰოლანდიურად და ჩეხურად.

გაზიარება: