bookspace

უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

GEL 20.95
აღწერა
2018 / მთარგმნ. დავით ახალაძე / 470 გვ. / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 20.95
ISBN
9789941115691
ნანახია
1569

დეტალური აღწერა:

დიოგენე

ჯონათან საფრან ფოერი


„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს. ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს.

„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.

გაზიარება: