bookspace

რაინისი და მისი ძმები

GEL 34.95
აღწერა
2021 / მთარგმნ. მზია კობერიძე / ყდა: მაგარი / 795 გვ. / ზომა: A5
ფასი
GEL 34.95
ISBN
9789941837210
ნანახია
524

დეტალური აღწერა:

ცელულოიდის ენები

როალდ დობროვენსკი


ბიოგრაფიული რომანი-კოლაჟი „რაინისი და მისი ძმები“ ეძღვნება ლატვიელ პოეტს, დრამატურგს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მოაზროვნეს - იანის პლიეკშანს (1865-1929), ანუ რაინისს, რომელსაც თავისი ხალხის სულიერი ლიდერის როლი დაეკისრა იმ ამღვრეულ დროს „მსოფლიო კრიზისების დრამაში“, რაც გერმანული უღლის შვიდსაუკუნოვანი კუზით და ცარისტული რუსეთით ერთდროულად დათრგუნული ლატვიელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას ამძაფრებდა. 

რომანში მოგუგუნე ექოს - ლატვიური იდეის მხურვალე მსახურებისა, უნიკალური თვითშეწირვისა თუ გაუგონარი ღალატისა - ერთი ქვეყნის, ერთი ეპოქის, ერთი ბედისწერის ჩარჩოდან გაჰყავს რაინისის ისტორიული და მხატვრული ფიგურა, რომლის შემოქმედებით ხმობს ლატვიელი ხალხი, ამ ხალხის ენა.

თავად რომანის ენა კი ნიმუშია პოეტური პროზისა, რომლის წინამდებარე ქართული თარგმანი სრულად შეგაგრძნობინებთ მის ენობრივ ღირსებებს.

მკითხველისთვის ეს წიგნი არის შანსი, გაიცნოს ახალი ქვეყანა. და ბევრი მსგავსება თუ პარალელი აღმოაჩინოს, როგორც საქართველოს ისტორიასთან, ასევე თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მწვავე პოლიტიკურ პროცესებთან. 

წიგნის ავტორი როალდ დობროვენსკი ამავე დროს ცნობილია ბიოგრაფიული რომანებით რუსი კომპოზიტორების ბოროდინისა და მუსორგსკის შესახებ.

გაზიარება:

მსგავსი წიგნები
ჩანაწერები კინემატოგრაფიაზე
GEL 15
მბობა ნაამბობზე
GEL 50
ანტონიონის 7 ½
GEL 34.95