bookspace

მორალი

GEL 16.95
აღწერა
2020 / ყდა: რბილი / 240 გვ. / 12.5X19
ფასი
GEL 16.95
ISBN
9789941312632
ნანახია
1389

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ლაშა ბუღაძე


ის, რაც აქ დაბეჭდილ სამ პიესას აერთიანებს, მათი გმირებისა თუ ანტიგმირებისთვის გამყოფი და გამხლეჩი უფროა, ვიდრე გამაერთიანებელი, რადგან ისე აღმოჩნდა, რომ რეალურად (თუკი რეალობა ისაა, როგორიც ამ პიესებშია აღწერილი) პოლიტიკა იმგვარად იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში, რომ მათ გარშემო (ან მათში) არა წესრიგს, არამედ ერთგვარ მორალურ ქაოსს ქმნის, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მორალი მანიპულაციის საგნად ქცეულა.

აქ ყველაფერი თავდაყირაა, რაკი ფასეულობა იმ ეთიკის შესაბამისად აღიქმება, რომელიც „აქ და ახლაა“ დამკვიდრებული, ამრიგად ნებისმიერი რამ, რაც სოციალურ მორალს ექვემდებარება, სამუდამოდ განწირულია ტრასფორმაცია-ინტერპრეტაციისთვის, ძველი პრეტენზია კი კვლავაც შეუსმენელი რჩება: გათავისუფლდეს მორალი მორალიზმისგან...

გაზიარება: