დეტალური აღწერა:
მილი-მოლი-მენდი მეგობრებთან ერთად ახალ უცნაურ და საინტერესო თავგადასავლებში ებმება. აქ წაიკითხავ საოცარი სიურპრიზის შესახებ, რომელსაც გოგონას ოჯახის წევრები მოუწყობენ; აგრეთვე, შეიტყობ, რა სასაცილო ამბავი გადახდება მას საკონცერტო დარბაზში, როცა იქ საყვარელ ძაღლ ტოდისთან ერთად წავა; გაიგებ, როგორ ატარებს დროს სუზანთან და სხვა მეგობრებთან ერთად პიკნიკსა თუ ზღვის სანაპიროზე...