bookspace

მამები და შვილები

GEL 10
აღწერა
2020 / ყდა: რბილი / 100 გვ. / 12.5 X 19.5
ფასი
GEL 10
ISBN
9789941487927
ნანახია
1062

დეტალური აღწერა:

არტანუჯი


ამ წიგნში ყველასთვის ცნობილი მამები და შვილები ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ წერენ. მკითხველის თვალწინ მონაცვლეობს პირადი წერილები, დღიური, ესეი, ავტობიოგრაფიული ნოველა და ჩანაწერი. იცვლება თემებიც: მამაშვილური ურთიერთობები და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები/ღირებულებები – ადამიანის ადგილი სამყაროში, სამშობლოს ცნება, მონატრება, გამხელილი თუ გაუმხელელი სიყვარული, გულწრფელი აღსარება თუ უბრალოდ, ყოფითი სურვილები, რომლისთვისაც ყურადღების მიქცევა ხშირად უფრო მეტად ფასობს, ვიდრე აღმზრდელობითი, დიდაქტიკური საუბრები.

მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა – ბრწყინვალე პერსონაჟთა გალერეასთან ერთად, წიგნში არაერთი ეპიზოდია ისეთი, რომელსაც ფართო მკითხველი პირველად გაეცნობა.

რას წერენ მამები და შვილები ერთმანეთს სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგ თუ სულაც სიკვდილამდე რამდენიმე საათის წინ? და როგორ შეიძლება იქცეს ძალიან პირადი ამბავი ყველასთვის საინტერესო და მოუწყინარ საკითხავად...

შემდგენელ-რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია

წიგნი „არტანუჯის“, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ და UNFPA Georgia-ს ერთობლივი გამოცემაა.

გაზიარება: