დეტალური აღწერა:
ეს კრებული ზაზა აბზიანიძის ორ საბავშვო წიგნს – „ბუსუნსულებს” და „წითელკუდას” აერთიანებს. ვიმედოვნებთ, რომ ავტორის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოცემული წიგნი, რომელიც ავტორისავე ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ბავშვებისათვის საყვარელ საკითხავად იქცევა.„ეს წიგნი ჩემ თვალწინ იქმნებოდა: ზოგჯერ, როგორც ხალისიანი და ატაცებული განწყობის ანარეკლი, ზოგჯერ, პირიქით, ცხოვრების დამთრგუნველი პერიოდის საპირწონედ.
ისე მგონია, თქვენი შეულახავი ნდობა და მეზღაპრეების ჩაუკლავი ბავშვობა ბევრ რამეს გვაძლებინებს უფროსებსაც. ისიც ვიცი, თქვენ, პატარებს, ბევრად უფრო მეტი გესმით, ვიდრე დიდებს გვგონია…”
ოლესია თავაძე