bookspace

კელის საძმოს უტყუარი ამბავი

GEL 24.95
აღწერა
2021 / თარგმნეს გია ჭუმბურიძემ და ზაზა ჭილაძემ / 520 გვ. / რბილი ყდა / 13.5 x 19.5
ფასი
GEL 24.95
ISBN
9789941117060
ნანახია
657

დეტალური აღწერა:

დიოგენე

პიტერ კერი


„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს.

წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით.

გაზიარება: