bookspace

კალენდულა და ლურჯი ღილი - თბილისის გერმანული ბაღის ისტორია

GEL 9.95
აღწერა
2017 / ყდა: რბილი / 196 გვ. / 13.5 X 22
ფასი
GEL 9.95
ISBN
9789941076787
ნანახია
1821

დეტალური აღწერა:

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ნინო ლეჟავა


ისე გამოვიდა, რომ სიტყვა "ტანტე", რაც გერმანულ ენაზე დეიდას ან აღმზრდელს ნიშნავს, საქართველოში იმათთვისაც კი შეიძლება მრავლისმთქმელი იყოს, ვისაც გერმანული არ უსწავლია და არც გერმანულ ბაღში სიარულის პრივილეგია ჰქონია. მართალია, სხვა ენებში ფეხმოკიდებული საბავშვო ბაღის აღმმნიშვნელი გერმანული სიტყვა "კინდერგარტენ" ისე ვერ დამკვიდრდა საქართველოში, როგორც რუსულიდან შემოღწეული "ბუტერბროდი" და თუნდაც "რიუკზაკი", მაგრამ უეჭველია, რომ გერმანული ენის სწავლების დრადიციამ ღრმა და ჯერჯერბით წარუშლელი ანაბეჭდი დატოვა საქართველოში.

იმ ორმაგი დარტყმის მიუხედავად, რაც გერმანული ენის მატარებლებმა მთლიანად საბჭითა კავშირის მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოს სსრ-შიც განიცადეს, ტანტეების დამსახურებაც უნდა იყოს, რომ 2000-იან წლებამდე ინგლისურ ენასთან ერთად გერმანული ყველაზე გავრცელებილ უცხო ენად ითვლებოდა საქართველოში.

მეხსიერებაც გერმანელების შესახებ დღემდე ქალებისა და მათი შთამომავლების მოტანილია.

გაზიარება: