დეტალური აღწერა:
ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია. იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა - კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადამიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას... ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ.