bookspace

ეშმაკის ლექსიკონი

GEL 16.95
აღწერა
2020 / მთარგმნ: თამარ კოტრიკაძე, ვასილ გულეური / ყდა: რბილი / 360 გვ. / 13.5x20
ფასი
GEL 16.95
ISBN
9789941487439
ნანახია
1261

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

ამბროზ ბირსი


ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ამბროზ ბირსი (1842-1913 ან 1914) სატირული და საშინელებათა ჟანრის მოთხრობებით გახდა ცნობილი. მისი რეპორტაჟები მუდამ დაუნდობელი სიმძაფრითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. პირად ცხოვრებაში უიღბლო მწერალი (მან მძიმედ განიცადა მეუღლესთან დაშორება, რომელიც მას შემდეგ მალევე გარდაიცვალა) სიცოცხლის მიწურულს მექსიკაში გაემგზავრა, სადაც იმხანად სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, და იქ გაურკვეველ პირობებში დაიღუპა.

„ეშმაკის ლექსიკონზე“ ავტორმა 1868 წელს დაიწყო მუშაობა, როდესაც სან-ფრანცისკოში გამოცემული ჟურნალის "News Letter" სატირულ რუბრიკას უძღვებოდა. წიგნი პირველად 1906 წელს გამოიცა სათაურით „ცინიკოსის ლექსიკონი“, ხოლო 1911 წელს უკვე დღეს ცნობილი სათაურით გამოქვეყნდა.

„ეშმაკის ლექსიკონი“ ანბანურად დაწყობილი ძალზე მწვავე სატირული აფორიზმებისა და ისტორიული ანეკდოტების კრებულია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. წიგნში მრავლადაა ვითომდა ცნობილ პოეტთა ლექსებიც, რომელიც სინამდვილეში თვით ამბროზ ბირსს ეკუთვნის. თუმცა წიგნის გამოცემიდან ას წელიწადზე მეტია გასული, ის დღესაც საოცრად აქტუალურია. ავტორი ულმობლად და დამცინავად ამხელს ადამიანის სისუსტეებსა და მანკიერებებს და მკითხველსაც აიძულებს, საკუთარ თავს ილუზიების გარეშე, უკიდურესად გულწრფელად შეხედოს.

გაზიარება: