bookspace

ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში

GEL 16.5
აღწერა
2020 / ყდა: რბილი / 156 გვ. / 17X24
ფასი
GEL 16.5
ISBN
9789941823992
ნანახია
1352

დეტალური აღწერა:

ალონიგამომცემლობა ვაზი

ანა ჭეიშვილი, ანა მარგველაშვილი


1890 წელს კავკასიაში იმოგზაურა ორმა იტალიელმა ბოტანიკოსმა - ემილ ლევიემ (1838-1912) და სტეფან სომიემ (1848-1922). მოგზაურობის მიზანი კავკასიის ფლორის შესწავლა და ანთროპოლოგიური კვლევების ჩატარება იყო. ოთხთვიანი ექსპედიციის დროს ლევიემ და სომიემ მოიარეს აჭარა, იმერეთი, სვანეთი, კოდორის ხეობით გავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც საქართველოს სამხედრო გზის გავლით ჯერ ტფილისში, შემდეგ კი ბათუმში დაბრუნდნენ. ლევიეს მიერ ექსპედიციის დროს დაწერილი წერილები შვეიცარიულ ლიტერატურულ კრებულში 1890-93 წლების მანძილზე ქვეყნდებოდა. ამ ილებს ქართველი მკითველიც მალევე გაეცნო: 1894 წელს ჟურნალმა "მოამბემ" ტესქსტის ერთი ნაწილის ქართულ ენაზე თარგმანი შესთავაზა მკითხველს. წინამდბარე წიგნში სწორედ ეს თარგმანია გაცოცხლებული. მას წინ უძღვნის კვლევა, რომელიც მომზადდა ფლორენციის უნივერსიტეტის ბოტანიკის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო მასალაზ დაყრდნბით. წიგნი განკუთვნილია ისტორიით, ბოტანიკით, გგრაფიით დაინტსბულ სპეციალისტთა და მკითხველთა ფართო წრისთვის.

გაზიარება: