bookspace

გემი დავლანდე

GEL 13.95
აღწერა
2021 / ყდა: რბილი / 159 გვ. / 12.50 X 19.00
ფასი
GEL 13.95
ISBN
9789941494727
ნანახია
763

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

ილია ჭანტურია


„გემი დავლანდე“ ილია ჭანტურიას სადებიუტო რომანია. Წიგნში მოვლენები 1905 წელს ვითარდება, როდესაც რევოლუციის ტალღა მთელს რუსეთის იმპერიას ედება და მათ შორის საქართველოსაც. Საქართველო ხდება ნაწილი იმ აჯანყების, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება როგორც ქვეყნის პირველ რესპუბლიკას, ამასთანავე ბოლშევიკურ რევოლუციასაც.

Მთავარი ამბავი იწყება იმით, რომ გემი „სირიუსი“ ევროპის ერთ ცნობილ ქალაქიდან ამსტერდამიდან გადაწყვეტს მოგზაურობას, ერთი პატარა ქვეყნის არცთუ ისე ცნობილი ქალაქის ფოთის მიმართულებით, მაგრამ „სირიუსი“ უბრალო გემი არაა, „სირიუსი“ ქართველი რევოლუციონერი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილა და თან კარგად სამყოფი ტყვია-წამლითაც დატვირთულა. Ეს ამბავი კი საქართველოს მიწისქვეშა არალეგალურ დაჯგუფებებსა თუ პარტიებში გავრცელებულა და ფოთის ნაპირებს პერსონაჟები სხვა და სხვა მხარეებიდან მოახლოებულან, ერთი კი ცხადია, მათი გზები ყოველთვის გადაიკვეთება ერთმანეთში. 

Რომანის ძირითად სიუჟეტურ ხაზს საფუძვლად უდევს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტის გიორგი დეკანოზიშვილის მემუარები. Რომანის სიუჟეტიც არამდგრადია, ის მოძრაობს ავტორის მიერ შეთხზულსა და ისტორიულ ფაქტებს შორის, მასში თავს იჩენენ როგორც გამოგონილი პერსონაჟები, ამასთანავე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ისტორიული პირებიც.

Წიგნში ჩანს ის ბობოქარი დროება, როდესაც რიგითი ადამიანები იაზრებენ, რომ არსებულ გაბატონებულ წესრიგს შესაძლებელია სხვა ალტერნატივაც ჰქონდეს, ეს არის ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, ცვლილებების წლები, რომლებიც არა მხოლოდ პოლტიკურ ველზე, არამედ ადამიანების გონებაშიც იკავებს ადგილს.

 

გაზიარება: