bookspace

ბუკნაჭო და ფისუნა

GEL 12
აღწერა
2014 / მთარგმნ.  ციცო ხოცუაშვილი / ყდა: მაგარი / 48 გვ. / 21.6 X26.
ფასი
GEL 12
ნანახია
1339

დეტალური აღწერა:

ქარჩხაძის გამომცემლობა

 ლირი ედუარდ


ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში! ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში: