bookspace

ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი

GEL 8.9
აღწერა
2022 / მთარგმნ. ნატო კვარაცხელია / 156 გვ. / 14.50 X 21.50
ფასი
GEL 8.9
ნანახია
503

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ასტრიდ ლინდგრენი


თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს.

გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე?

არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს.

გაზიარება: