bookspace

ანუნაკები

GEL 30
აღწერა
2021 / 122 გვ. / ყდა: მაგარი / 24.50 X 19.50
ფასი
GEL 30
ISBN
9789941837036
ნანახია
693

დეტალური აღწერა:

ზოლიანი კატა

ირაკლი კეიდია


ანუნაკები პლანეტა ნიბირუდან არიან. მათი ენერგიის მთავარი წყარო ოქროა. ოქროს მოსაპოვებლად ღმერთები დედამიწაზე ადამიანების ცივილიზაციის შექმნას გადაწყვეტენ.

ნუთუ საბადოებზე, დღედაღამ აუტანელ სიცხეში მონურად მომუშავე ადამიანებს ეყოფათ ძალა, რომ ანუნაკებს აუჯანყდნენ და თავისუფლება მოიპოვონ?

მათი შველა მხოლოდ ნისაბას შეუძლია, ცხრა წლის დედამიწელ გოგონას, რომელსაც ღმერთების სისხლი ურევია, თუმცა თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის. ნისაბა სულ პატარა იყო, როცა ღმერთებმა დედა მოსტაცეს, მარტო დარჩენილი მამა კი მას „სინათლის მეომარად“ ზრდიდა. ნისაბას ტირან მარდუქზე შურისძიების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.

ირაკლი კეიდიამ ხატვა და წერა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. ავტორი გატაცებულია თეორიებით უძველესი ასტრონავტი ღმერთების შესახებ და მათგან მიღებულ შთაგონებას მხატვრული ფორმით უზიარებს მკითხველს.

„ანუნაკები“ ირაკლი კეიდიას პირველი გრაფიკული რომანია.

გაზიარება: