bookspace

HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის

GEL 22.95
აღწერა
2021 / მთარგმნ. ეკატერინე სუმბათაშვილი / ყდა: რბილი / 240 გვ. / 12.7 X 22.7
ფასი
GEL 22.95
ISBN
9789941958960
ნანახია
1376

დეტალური აღწერა:

ჰარვარდ ბიზნეს რევიუ საქართველო

სხვადასხვა ავტორი


არის დღეები, როდესაც გგონია, რომ დატვირთული ან ზეგანაკვეთური მუშაობის მიუხედავად, დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერასოდეს გაართმევ. მძიმე სამუშაო გრაფიკმა, შენი კომპეტენტური აზრის მოსმენის მრავალმა მსურველმა, დაუსრულებელმა მივლინებებმა და სხვა უთვალავმა ფაქტორმა, რომლებიც ყურადღებას გიფანტავს, შეიძლება იოლად გამოგფიტოს და დაგქანცოს. მაგრამ ეს ყველაფერი შეგიძლია შენი სამუშაო დღის გამოწვევად მიიღო. 

HBR-ის გზამკვლევში მეტი პროდუქტიულობისთვის აღმოაჩენ, როგორ დაიბრუნო კონტროლი შესასრულებელ ამოცანებსა და ფაქტორებზე, რომლებიც შენს ყურადღებას იმსახურებენ. წინასწარ განსაზღვრული მცირე ცვლილებებით თავს მოუყრი გაფანტულ ფიქრებს, თავიდან აიცილებ „ვერაგულ“ შესვენებებს, ისე დაგეგმავ სამუშაო დღესა და კვირას, რომ გულდასმით მუშაობასთან ერთად ენერგიის აღდგენისთვის აუცილებელი დასვენების დროც დაგრჩეს. 

ოფისში ყოფნისას თუ მგზავრობისას, ეს გზამკვლევი დაგეხმარება, რომ: 

  • გამოარჩიო მაღალი უკუგების მქონე ამოცანები
  • გამოაწრთო ნებისყოფა და გაიუმჯობესო კონცენტრირების უნარი
  • „შვება მისცე“ შენს სამუშაო გრაფიკს
  • მნიშვნელოვან საქმეებში შესამჩნევ პროგრესს მიაღწიო
  • აიღო შვებულება დასასვენებლად და არა გამალებული ზეგანაკვეთური მუშაობისთვის
  • ენერგია გონივრული მიკროშესვენებებით აღიდგინო
  • ქედმაღალ კოლეგებთან ურთიერთობის საზღვრები დააწესო

გაზიარება: