დეტალური აღწერა:
არსებობს თუ არა ქალების ლიტერატურა, არის თუ არა რაიმე სპეციფიკური ქალთა მიერ შექმნილ ლიტერატურაში, ლიტერატურა ქალურია თუ მამაკაცური? ალბათ, მარტივია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა – ლიტერატურა ხომ თავად წარმოადგენს განსხვავებებისა და იდენტობების წყაროს. ჩვენ საქმე გვაქვს უკვე გაფორმებულ სამყაროსთან და მის ფენომენებთან – ყველაფერი შექმნილია და შედგენილი: ქალი შედგება ინვენტარისა და მორთულობისაგან... რითი შეიძლება მოვრთოთ ქალთა პროზა, რათა ის ძვირფას ქსოვილად იქცეს? ნამდვილი სამკაულებით, რაც სიტყვას ახლავს – სიჩუმის ვუალი და კონტურები... ვენის არშია, სადაც იგი ვიბრირებს თავის მარტოობაში... მუსიკა წყდება და გგონია, მოგეჩვენა... მერე ისევ. ბოლოს კაშკაშა სურათებია და ქანდაკებები. მირიან ებანოიძე