bookspace

შესწორებები

GEL 25.9
აღწერა
2019 / მთარგმნ. თამარ ჯაფარიძე / ყდა: რბილი / 594 გვ. / 15.5 X 23.5.
ფასი
GEL 25.9
ISBN
9789941302145
ნანახია
1318

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ჯონათან ფრენზენი


ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული შვილები – გარი, ჩიპი და დენიზი – კარგა ხანია, გაფანტულან და ყოველ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. მამას თანდათანობით ებინდება გონება და დედა ცდილობს, თავი მოუყაროს შვილებს, რადგან უნდა, რომ შობა ყველამ ერთად გაატაროს უკანასკნელად…

ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება. წიგნის გმირებს უყვართ ერთმანეთი, სძულთ, ეხმარებიან გაჭირვებაში… რთული ოჯახური ურთიერთობების ამ მოზაიკიდან შეიძლება არა მარტო ამერიკული, არამედ ზოგადად ადამიანური ცხოვრების სურათის აწყობა, რომელზეც თითოეული მკითხველი ბევრ ცხოვრებისეულ რამეს იცნობს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ რომანმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში.

თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ჯონათან ფრენზენი (დ. 1959) რომანმა „შესწორებები“ (2001) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსთა რიგებში ჩააყენა. წიგნი გამოცემისთანავე 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ავტორს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები – „წიგნის ნაციონალური პრემია“ (2001) და „ჯეიმზ თ. ბლეკის მემორიალური პრიზი“ (2002) მიენიჭა.

გაზიარება: