დეტალური აღწერა:
დანიელ პენაკი ფრანგი მკითხველების, მათ შორის, ბავშვების საყვარელი მწერალია. მის საბავშვო ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია "მგლის თვალი" და "კამოს თავგადასავალი", ამბავი ბიჭზე, რომელსაც შორეულ საქართველოში დაბადებული პაპის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. თქვენ წინაშეა პენაკის კიდევ ერთი საბავშვო ამბავი, "ძაღლი ძაღლი". ნორჩი მკითხველი მალევე შეიყვარებს ამ წიგნს.