bookspace

ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას / გაძევებულნი

GEL 13.9
აღწერა
2012 / მთარგმნ. გია ბერაძე / ყდა: რბილი / 442 გვ. / 14.8x21.
ფასი
GEL 13.9
ნანახია
1261

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

ჯეიმზ ჯოისი


ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან.

 

ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch