დეტალური აღწერა:
რა ემართება ადამიანურ სამყაროს, როცა ის ტირანიის მსხვერპლი ხდება? – ეს არსებითი კითხვა განსაზღვრავს ჰერტა მიულერის რომანის იდეას. უფლება- და ღირსებააყრილი ადამიანების საზოგადოება რომანში იმ ფაბრიკის ასლია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები საბოლოოდ მაინც მახინჯი, არაჯანსაღი და მომაკვდინებელი აქტების მონოტონური განმეორებით ერთმანეთს ემსგავსებიან – სახეს კარგავენ. დიქტატორის დაჭერით ტირანია ინგრევა. ინგრევა ძველი სამყარო, დაძაბული და ექსპრესიული თხრობის წყალობით უზადო შთამბეჭდაობით აღწერილი. თუმცა რომანის მისტიკურ ინტონაციას მისი ფინალური კითხვა ამძაფრებს: რა იქნება ტირანიის შემდეგ? არის კი შესაძლებელი მშვიდობა ასეთ სამყაროში?!